ელენე ხოშტარიამ ევროპულ საქართველოს მადლობა გადაუხადა და პარტია დატოვა.
“პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. ეს საკითხი რომ არ იყოს რაიმე სპეკულაციების საგანი, სათქმელიც კი არ არის, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე. უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან დეტალურად საზოგადოებას გავაცნობ”,– თქვა ხოშტარიამ.