გადამიგრიხა ხელები, სისხლი გამიჩერდა მეთქი, იცინოდნენ და ტიკტოკებს სქროლავდნენ – მოქალაქე პატრულს ძალადობაში ადანაშაულებს

“გადამიგრიხა ხელები, სისხლი გამიჩერდა მეთქი, იცინოდნენ და ტიკტოკებს სქროლავდნენ” – მოქალაქე პატრულს ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თორნიკე ნანობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სამართალდამცველების მხრიდან შეურაცხყოფაზე საუბრობს.

“გაუგონარი ძალის გადამეტებისა და “ბოზობის”- როგორც ძველთაგან დეფინირებული შესანიშნავი ზედსართავი სახელის გამოვლინების შესახებ მინდა გიამბოთ მეგობრებო. ნუ შეგეზარებათ, ჩაიკთხოთ ეს ტექსტი, რათა მინიმუმ იცოდეთ და მზად იყოთ იმისთვის, რის მსხვერპლიც შეიძლება გახდეთ თითოეული თქვენთაგანი. ამასთან, მაქვს დიდი იმედი ამ წერილს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს და რაიმე სახის იურიდიულ დახმარებას გამიწევს. (რაც, თავის მხრივ, წაადგებოდა როგორც სამართლის აღსრულებას, ასევე სისტემის ნგრევის პროცესის თუნდაც 1 ფრაგმენტით დეპიქსელაციას)

მოკლედ, გუშინ საღამოს – დაახლოებით 11:00 საათისაკენ, მოპედი დავაპარკინგე ქავთარაძისა და ყაზბეგის კვეთაზე – ნანტის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წვიმიანი ამინდის გამო გზა იყო მთლიანად სველი და დამუხრუჭებისას წინა საბურავი სულ ოდნავ მოსრიალდა და წინა მომიჯნავე მანქანის მაყუჩს (გრუშიტელს) შეეხო. ვიმეორებ (შეეხო) (!).

მოვარდა საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც რაღაც ძალით მაშინ ზუსტად ჩემს უკან იმყოფებოდა და მოვიდა მანქანის მეპატრონეც.

მეპატრონეს ჩაეცინა – არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ვიფიქრე ამით მორჩა.

თუმცა თურმე სად ვბანაობ.

მანქანიდან გადმოვიდა საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენელი და დამიწყო უხეშად საუბარი – ჩემი პარკირების უნარებსა და ა.შ და ა.შ შესახებ. ასევე ხმამაღალი ტონით მივმართე მას რომ პრეტენზია ორ (პოტენციურად მოდავე) მხარეს არ გააჩნია, შესაბამისად პრობლემა არ არსებობს და ვთხოვე ჩემთან საუბარი შეეწყვიტა. ეკიპაჟის თანამშრომელმა ჩემი ხმის ტონალობაზე დაიწყო აპელირება რაც გადაიზარდა უფრო დაძაბულ საუბარში.

ვიმეორებ და მტკიცედ ვდგავარ ამ ფაქტზე, რომ “სიტყვიერი შეურაცხყოფა მე იქ არავისთვის მიმიყენებია, არც ერთი არაკორექტული სიტყვით!”

ამ აგრესიულად განწყობილმა პოლიციის თანამშრომელმა გადამიგრიხა ხელები და ჩამტენა მანქანაში უკანა სავარძელზე, სადაც არ განუმარტავს არცერთ თანამშრომელს საერთოდ არაფერი, მათ შორის არავის უთქვამს სად მივდიოდით. ჩემი ნივთები შეატოვეს მოპედს და წამიყვანეს სადღაც ზაჰესის განყოფილებაში(რაც მერე გავარკვიე, უკვე ადგილზე.)

გზაში მრავალგზის გავუმეორე თუ რატომ მაკავებდნენ –

პასუხი იყო – სიტყვიერი შეურაცხყოფა –

რაზეც კიდევ ერთხელ განვმეორდები რომ არც ერთი არაკორექტული სიტყვა არ გამომიყენებია – მითუმეტეს პატრულის თანამშრომლების მიმართ დაკავების მომენტში.

განყოფილებაში მოვითხოვე ზარის განხორციელების უფლება ადვოკატთან, რაზეც მივიღე აბსოლუტური დუმილი და ხითხითი იმ პატრულის თანამშრომლისაგან რომელიც მაკავებდა და ხელებს მიგრეხდა.

მომათავსეს საკანში ერთი ლეიბის ამარა რომელიც იყო მტვრიანი ბეწვიანი და ნახევრად დამპალი – შუა ღამიდან დილის 9 საათამდე დავყავი აბსოლუტურ სიბინძურესა დ აგაუგებრობაში.

დილას – პირდაუბანელი და ნახევრად მძინარე შემაგდეს საპროცესო ოთახში – მოსამართლესთან და იდეში დააპირეს ჩემი საქმის განხილვა.

სანამ საქმე წარმოებაში გაეშვებოდა,

მოსამართლეს მივმართლე რომ ჩემთვის არ მოუცია ადვოკატთან ზარის განხორციელების უფლება, რომ პლუს არ აქვთ მტკიცებულება რომ მე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე და რომ კიდევ მთელი გზა გამოირჩეოდნენ დამცინავი და შეურაცმყოფელი ტონით.

მოსამართლემ ჰკითხა პატრულის თანამშრომლებს მომცეს თუ არა ზარის განხორციელების უფლება –

რაზეც მიღებულმა უარმა მოსამართლეში შეშფოთება ხოლო პატივცემულ ცხოველებში(მეტი რა ვაკადრო არ ვიცი) ძრწოლვა გამოიწვია.

მოსამართლემ დაუყოვნებლივ მოითხოვა ჩანაწერები, სადაც მე მათ დაკავებისას ვაყენებ შეურაცხყოფას, რის მოძიება და გაშვებაც ასევე ვერ მოხერხდა.

(ან როგორ მოხერხდებოდა, რაც არ არსებობს)

ამ გარემოებების გამო პროცესია შეწყდა, გადაიდო 5 აგვისტომდე, მე კი გამათავისუფლეს.

განვმეორდები და დავაზუსტებ.

ჩემთვის დეტალურად არავის განუმარტავს კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე მაკავებდნენ და ასევე არავის წარუდგენია გარკვეული ოქმი, რომლის საფუძველზეც შევისწავლიდი საქმის გარემოებას.

დასრულისთვის მინდა წუხილი გამოვთვა რომ ვარ ამ სისტემურად ჩამძღნერებული ქვეყნის უბადრუკი შვილი, რომელსაც შეუძლიათ უგრიხონ ხელები უბრალოდ ვერბალური შეპირისპირების გამო(ცერა თითი გაბუჟებული მაქვბს მართლა, ტიპებს ვეხვეწებოდი ცოტა მოეშვათ ბორკილები, სისხლი გამიჩერდა მეთქი და იცინოდნენ და ტიკტოკებს სქროლავდნენ).

და სულ სულ ბოლოს.

თუ რომელიმე არასამთავრობოს წაადგება კონკრეტულად ამ ქეისში გვერდში დამიდგეს და კიდევ ერთხელ ამხილოს ამ სისტემის ბნელი მხარეები – მე მზად ვარ ნებისმიერი სახის თანამშრომლობისათვის – მზად ვარ დავთმო მთელი ჩემი დრო და ფიზიკური რესურსი, რათა ყველა იქ მონაწილე სულით ჯალათმა პასუხი აგოს საკუთარ არაადამიანურ საქციელზე.

მადლობა და ნახვამდის გამოუძინებელი და დათრგუნული თავით ფეხებამდე გამო*ლევებული თორნიკე ნანობაშვილისაგან, რომელსაც ეგონა რომ ცხოვრობა ქვეყანაში, რომელიც ირიცხებოდა ევროპის სრულფასოვან სახელმწიფოებში.

პ.ს გთხოვთ გადამიზიაროთ პოსტი, რათა პოტენციურად ხმა მივაწვდინო შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ უნარი და მზაობა გამიწიონ იურიდიული სახის დახმარება.

დროებით და ფრთხილად იყავით ამ სისტემასთან,

მერწმუნეთ, ის ზუსტად ისევ ისე ყარს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

არ ვიცი ზემოთ რა მოვთაგე, მაგრამ თავად შსს-ს ოფიციალურ გვერდს დაბლოკილი ვყოილივარ ( კიდევ ერთი ანეკდოტი )”- წერს თორნიკე ნანობაშვილი.