“გადატრიალების საქმეზე” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს. აღნიშნული პირები ორგანიზაცია კანვასის წევრები არიან.
კანვასის წევრები ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში სამოქალაქო აქტივობასთან დაკავშირებით, ტრენინგებს ატარებდნენ და სხვადასხვა სახის შეხვედრებს მართავდნენ.
“კანვას საქართველოს” დირექტორმა გიორგი მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ და მედიიდან შეიტყო სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, “რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.