“მე გადაწყვიტე, რომ პირადად ჩავერთო ასევე მაჟორიტარულ ბრძოლაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა არ არის დრო, რომ ვიღაცა წინ გაუშვა, შენ უბრალოდ იჯდე და რაღაც განცხადებები აკეთო, მე პირადად წავალ უბანში, რომელმაც ძალიან დიდი მაგალითი აჩვენა მთელ თბილისს, რომელიც იყო პრაქტიკულად ბრძოლის ველი, ბრძოლის სიმართლისთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ, ბრძოლის ველი ცვლილებისთვის, მომავლის რწმენისთვის და არა ვინმეს დასაჩაგრად, სადაც ჩემმა მეგობარმა და თანამებრძოლმა აჩვენა პირველი მაგალითი წარმატების ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად. დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ მე ვიბრძოლებ გლდანში”