“ყოველთვის ვაფრთხილებთ არამხოლოდ ამ სამეულს, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც არ დასრულდება შედეგით, იწვევს საბოლოო ჯამში აპათიას ხალხში და არის დამაზიანებელი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნებისმიერ ოპოზიციურ ჯგუფს, რომელიც საერთო ოპოზიციური გეგმით გამოვა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს ან გააკეთონ განცხადებები მხოლოდ საკუთარი პარტიის სამოქმედო გეგმის მიხედვით და ნუ დაარქმევენ ამას რაიმე საერთო ოპოზიციურ სახელს.

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა სცადოს მოემზადოს ცალ-ცალკე არჩევნებისთვის, იმიტომ, რომ მომავალი არჩევნები არის პროპორციული, უნდა ეცადონ რაც შეიძლება მეტი ხმა დააგროვონ და შემდეგ არჩევნების წინ გამოჩნდება, ტაქტიკურად რომელი ნაბიჯები იქნება სწორი”.

სე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას “დიდი ოპოზიციური ერთობის” გადადებასთან დაკავშირებით.