გაერო: ღაზას სექტორის სრული ბლოკადა საერთაშორისო სამართალს არღვევს

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ყველა სახელმწიფოს მიმართა, ვისაც რეგიონში გავლენა აქვს და თხოვა მიიღონ ზომები დანაღმული კასრის განსამუხტად ისრაელში და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები ნებისმიერ ვითარებაში დაცული უნდა იყოს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს ადამიანების მათი გადარჩენისთვის აუცილებელი საჭიროებები წაართვა– განაცხადა ტიურკმა.

“ბლოკადის შემოღება, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს, ტოვებს მათ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გარეშე აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტ არული სამართლით“– განაცხადა მან:

ადამიანების და საქონლის გადაადგილების ნებისმიერ შეზღუდვა ბლოკადის განხორციელების მიზნით გამართლებული უნდა იყოს სამხედრო აუცილებლობით, სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება კოლექტიურ დასჯას გაუთანაბრდეს.

კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდახსმა სამოქალაქო პირებზე და თავდასხმები, რომლებიც სავარაუდოდ გამოიწვევს არაპროპორციულად დიდ დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობას სამოქალაქო პირებში, ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას – განაცხადა ტიურკმა.
მოვუწოდებ პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფებებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა სამოქალაქო პირი, რომლებიც ტყვედ აიყვანეს და ჯერ კიდევ დატყვევებული ჰყავთ. მძევლების აყვანა აკრძალულია საერთაშორისო სამართლით– თქვა უმაღლესმა კომისარმა.