უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტისას ოკუპანტები კიევს ბომბავენ.
“გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტის დროს სარაკეტო დარტყმებია დედაქალაქის ცენტრში.
Გუშინწინ ანტონიო გუტერეში კრემლში გრძელ მაგიდასთან იჯდა და დღეს მისგან ერთი კილომეტრის მანძილზე აფეთქებების ხმა ისმის. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? შემახსენეთ, რატომ რჩება რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში?”,– წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, დღეს ანტონიო გუტერეში უკრაინაში ჩავიდა. ის ბუჩას და უკრაინის სხვა ქალაქებს ეწვია და მასიური საფლავები ნახა. მისი თქმით, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.