გავაგრძელებ მამხილებელ კამპანიას, რათა კოლაბორანტ და რუსეთის მორჩილ ხელისუფლებას ბოლომდე ჩამოვხსნა ნიღაბი–გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან  კიდევ ერთ წერილს ავრცელებს. წერილში ამბობს, რომ ხელისუფლების მხილებას გააგრძელებს:

“დაგვიანებული სტატუსი: ვიმეორებ, მხდალ, ცრუპენტელა, ამორალურ და ,,ღირსეულ ადამიანებთან’’ პოლემიკაში შესვლით თავს არ დავიმცირებ, ეს ჩემი ძვირფასი დროის ფუჭი კარგვაა, რომელიც მთავარ მიზანს ამაცდენს. საფრთხეშია ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები. მიტაცებული ხელისუფლება, მოპარული არჩევნები, ებრძვიან ქართულ ეკლესიას და საკუთრებაში აქვთ სახელმწიფო ინსტიტუტები. რუსულ-ქოცური ვიწრო პარტიული ინტერესების წინ დაყენება და თანამდებობის შენარჩუნება მონებისათვის მთავარია. ჩემთვის ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია. კანონმორჩილ მოქალაქეს პირდაპირ ავალდებულებს კონსტიტუცია და კანონი, რომ ოკუპანტს შეებრძოლოს ნებისმიერი მეთოდებით, ამხილოს რუსული აგენტურა და მიტაცებულ ხელისუფლებას ჩამოაშოროს. მე გავაგრძელებ მამხილებელ კამპანიას, რათა კოლაბორანტ და რუსეთის მორჩილ ხელისუფლებას ბოლომდე ჩამოვხსნა ნიღაბი. შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს. ვემსახურები საქართველოს !”, – წერს გოგაშვილი.