”მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ღირსეულად შევხვდით მტერს. რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება ამის დასტურია. ამიტომ, აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ვერცერთი განცხადება ვერ იმოქმედებს ჩვენს მზადყოფნაზე ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა — ნებაყოფლობით თუ მობილიზაციით.”

განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოაცხადა.