”ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა, ამას ცოტა ხანში გავარკვევ. არ მჯერა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას არ აძლევს, რაიმე პოსტები აქვეყნოს […] დიახ, თვეებია, განცხადებას ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეჭვი გაჩნდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში გარკვეული მეტალები ჰქონდა და ამის გამო მოწამლული ყოფილიყო. კერძოდ, უშუალოდ კლინიკა ვივამედის ერთ-ერთმა ექიმმა 15 მაისს აღნიშნა, რომ მისი ანალიზები უნდა გადამოწმებულიყო და კვლევები ჩატარებოდა, რომ მის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალი ხომ არ იყო. პასუხი ჩამოვიდა, რომ სააკაშვილს გარკვეული მინერალები აღენიშნება. ამჟამად, ტოქსიკოლოგი იმასთან დაკავშირებით მუშაობს, თუ საიდან შეიძლებოდა, რომ სააკაშვილს ეს ნივთიერებები ჰქონოდა. არასოდეს, პირადად ჩემ მიერ არ გაჟღერებულა, რომ შესაძლებელია, ის მოეწამლათ. ასე ვთქვათ, მოწამვლა არის იურიდიული დეფინიცია და დანაშაულია. თუმცა, მას მინერალები ორგანიზმში შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მედიკამენტისგან. სააკაშვილი 15 თუ 18 წამალს სვამს. ტოქსიკოლოგია სხვა არის და მოწამვლა სხვა. მოწამვლასთან დაკავშირებით, პირადად მე მასთან არასოდეს მისაუბრია.”
თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას