“ამ ორ საქმეს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს იმიტომ, რომ დემოკრატია არ გვაქვს ამ ქვეყანაში და სასამართლოს აქვს დაკარგული ხალხის ნდობა, რომელიც გვჭირდება, რომ ასეთი საქმეები განიხილოს, სადაც არის დიდი ეჭვი. დანარჩენს რაც შეეხება, უმეტესად ვეთანხმები, თუმცა, შეიძლება, არ ვეთანხმებოდე იმას, რომ ნების სისხლის სამ დანაშაულზე ვრცელდებოდეს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა. ამ შემთხვევაში, მგონია, რომ პრაქტიკის მიხედვით შეიძლება გადატვირთვა გამოიწვიოს.

მე ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე ვიფიქრებდი, რომ არ გამევრცელებინა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა, მიუხუედავად იმისა, რომ აქ, შეიძლება, 6 მსაჯულითაც მოხდეს საქმეების განხილვა, და დამემატებინა მესამე კომპონენტი, რაც გულისხმობს არჩევით მოსამართლეებს, და არსებით განხილვამდე კონკრეტულ ბრალდებულს ექნებოდა საშუალება აერჩია არსებული მოსამართლე, რომელიც ბევრად იაფი დაჯდება ვიდრე 6 ნაფიცი მსაჯულის მოძებნა, რაც დროს წაიღებს. ჩვენ გვახსოვს დასავლეთ საქართველოში როდესაც არჩევდენ ერთ-ერთ საქმეზე ნაფიც მსაჯულებს, იმდენი ხანი არჩევდნენ, რომ ბრალდებული გარდაიცვალა.

ვადაში რომ არ გაიწელოს და გადატვირთვა რომ არ მოხდეს, კარგი იქნება მესამე კომპონენტის, არჩევითი მოსამართლეების დამატება და ბევრი ფულის დახარჯვა რომ არ მოგვიწიოს, იმიტომ, რომ ზოგიერთ სასამართლოში ფიზიკურად შეუძლებელია სასამართლო დარბაზების გაკეთება და ახალი შენობების აშენება მოგვიწვევს. ძალიან დიდი ხარჯი რომ არ გავწიოთ, კარგი იქნება, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე გავავრცელოთ. ნაკლებად მძიმე დანაშაულები შეგვიძლია დააბალანსონ არჩევითმა მოსამართლეებმა.”

ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბორის ჩელე ყურუა.