შვედეთის სანაპირო დაცვამ აღმოაჩინა მეოთხე გაჟონვა გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადზე“.
ორი გაჟონვა უშუალოდ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში აღმოაჩინეს, ორი კი დანიის ეკონომიკურ ზონაში.
“არის ეჭვი საბოტაჟის აქტებზე გაზსადენების წინააღმდეგ ბალტიის ზღვაში. დიდი ალბათობით მოხდა წინასწარ განზრახული შეტევები დისტანციური წყალქვეშა ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით“– აცხადებს Sky News ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც ამბობენ, რომ ნაღმები შეიძლება სიღრმეში გრძელი თოკებით ჩაუშვეს, ნავის ბორტიდან გადააგდეს ან გაზსადენის მილების გვერდით წყალქვეშა უპილოტო აპარატის საშუალებით ჩადეს რამდენიმე თვის, ან შესაძლოა რამდენიმე წლის წინაც კი.