აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” ვერ ითანამშრომლებს იმ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც “კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ”.
“საქართველოს დასავლელი მეგობრები გაკვირვებულები არიან, რატომ აშორებენ ქვეყანას მისი ლიდერები დასავლეთს. მოელიან თუ არა ეს ლიდერები სხვაგან ერთგულ მეგობრების პოვნას?”,– წერს კორტნი ტვიტერზე.
Western friends of Georgia are puzzled why its leaders are moving the country away from the West. Do these leaders expect Georgia to find loyal friends elsewhere?https://t.co/clO1vhP1yL via @CivilGe
— William Courtney (@courtneywmh) November 14, 2021