დაავადებული კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ვაქცინაციაზე მისი კოლეგების პასიურობით გაკვირვებულია. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა.
“უკეთესად გვჭირდება კომუნიკაცია და მეტი დრო უნდა დავუთმოთ მოსახლეობასთან საუბარს. მაგრამ, მეორეს მხრივ, გული მწყდება ჩემს კოლეგებზე. სამედიცინო თემის წარმომადგენელი ვარ და სამედიცინო საზოგადოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში სამედიცინო საზოგადოება ტონს აძლევდა ქვეყანაში ბევრ რამეს და ახლა ცოტა გაკვირვებული ვარ, სამედიცინო საზოგადოება ახლა არ აძლევს ტონს და მე ხშირად მოვუწოდე ჩემს კოლეგებს ამისკენ, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი და ვიყოთ პირველები, ისევე როგორც პირველები ვიყავით როცა იყო 9 აპრილი, აფხაზეთი, გალი, ცხინვალის კონფლიქტი, ყოველთვის სამედიცინო საზოგადოება იდგა წინა ხაზზე და დღესაც ომია, უნდა გავითავისოთ ეს”, – განაცხადა გამყრელიძემ დღის კურიერში.