გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები – 7 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს და აცხადებს, რომ მიიღეს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მცირეწლოვანს კიდურები აქვს გაკოჭილი, სხეულზე ლურჯი ლაქები აღენიშნება და ხელები აქვს დამწვარი. ფოტოები ხელში დედის მეგობრებს შემთხვევით ჩაუვარდათ და შემდეგ ტელევიზიას მიაწოდეს.
დედის მეგობრები ტელევიზიასთან ყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც მათი მეგობარი, დაახლოებით 3-4 წლის წინ მეორედ გათხოვდა, მისი და მისი შვილის კვალი დაკარგეს. მათი თქმით, მოძებნა ბევრჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ორი კვირის წინ კი მათთან კონტაქტზე ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ნათლია გავიდა, რომლისგანაც უმძიმესი მესიჯები და ფოტოები მიიღეს.
მომხდარზე გამოძიება გუშინ დაიწყო. დედა და მამობილი გუშინვე დააკავეს, ხოლო ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.