გამიკვირდა, რომ არჩევნებზე პარტიების ნაწილმა ენმ-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა – ვაშაძე

“მესამე ძალის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გაუკვირდა, როცა ამ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

“სხვათა შორის, შეხვედრებზე ყველას ვეუბნებოდი, რომ სექტემბერში დადგებოდა ეს რეალობა, რაც ახლა დადგა, სააკაშვილმა რა რელობაც დააყენა. ამის გათვლა იყო მარტივი. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს ნაციონალური მოძრაობის გარეშე. იმ ოპოზიციური ძალების, რომელიც ძალას გამოასხივებს, სიახლეს იტყვის და შეეცდება ამომრჩევლის მობილიზებას. ეს არის ცალსახა ამოცანა”,– ამბობს ვაშაძე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

მისივე განმარტებით, “მესამე ძალამ” ენმ-სთან წინასაარჩევნო თანამშრომლობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ არ გამხდარიყო პროცესის თანამონაწილე, რაც სააკაშვილის განცხადებამ გამოიწვია.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.