“15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში მსჯავრდებული ჩოლოიანი 11 თვეში ციხიდან გათავისუფლდა ე.წ. უდოთი!

გავბრაზდით, გავმწარდით და გავჩერდით.

არა!

ე.წ. “უდო” რამე უსულო, მექანიკური დანადგარი არ გეგონოთ, (არასწორად დაანგარიშებულ გადასახადებზე რომ ეუბნებოდნენ ხოლმე მოქალაქეებს, კომპიუტერმა დაწერაო). ეს არის კონკრეტული, ცოცხალი ადამიანებისგან შემდგარი კომისია.

ამ ხალხმა საჯარო უფლებამოსილება განახორციელა, კერძო, პირადი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამიტომ ახლა დაეწყონ სათითაოდ კომისიის წევრები და საჯაროდ ისაუბრონ, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ჩოლოიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება.
კოლექტიური პასუხისმგებლობა და ბიძინა ცუდია – ასეთი ხალხისთვის თავშესაფარი და კომფორტია.
გამოვიდნენ და საზოგადოებას, მათ შორის საკუთარ შვილებს, დედებს, მამებს – აუხსნან რა გააკეთეს”

წერს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი Facebook-ზე. 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებაში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს. ის ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.