“ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა პრაქტიკულად უკვე მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და ბორჯომის აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება, მე ვიცი, რომ მანამდე რაღაც გარკვეული სირთულეები არის, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ, მე დღეს მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექეცით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო”
ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა რითიც, “ბორჯომში” მიმდინარე პროცესებსა და თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა.