გამოვრიცხავ, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “ახლა ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია და მოვიდეს ის, ვისაც შეუძლია, პროცესი მართოს.”

ტიკარაძის აზრით, რატიანი მას არ გულისხმობდა.

“მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო , როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, — განაცხადა ტიკარაძემ.