ამერიკის საელჩო საქართველოში ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად.”,– წერია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განმარტებით, მას გონივრულ ვადაში დააკავებენ.