“ობიექტური გადმოსახედიდან, ნაცმოძრაობა არის ნამდვილი ჭირი ქართული პოლიტიკისთვისა და დემოკრატიისთვის. ვიდრე ენმ არის ნომერ მეორე პოლიტიკური ძალა ამ სისტემაში, მანამდე ქართული დემოკრატია სწრაფი ტემპით ვერ განვითარდება.
ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ არსებითად შევცვალოთ ვითარება პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციის მხარეს.
[ენმ-მ რომ მოაწეროს ხელი] ეს იქნება ბავშვური თამაში, გამორიცხულია ამ შეთანხმებაში დაბრუნება, ეს იქნებოდა რაღაც ბავშვური ნაბიჯი და, მომავალშიც, ასეთი ტიპის შეთანხმებაზე ხელის მოწერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი შეთანხმება ნიშნავს კონსტიტუციური ჩარჩოდან დროებით გასვლას, რაც არის დაუშვებელი მომავალში. ჩვენ, კონკრეტულ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ იყო ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისი და ამ ხელოვნური კრიზისის დასრულება ჭირდებოდა ქვეყანას, მაშინ დავუშვით გამონაკლისი, მაგრამ მომავალში ეს გამორიცხულია”
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში.