გამოსავალი არ მგონია არჩევნების გადადება, გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება – აცხადებს, პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია. ამის შესახებ, მან “მთავარ არხთან” ისაუბრა.
“ამის პროგნოზირება ახლა, რა ვითარება იქნება 2 ოქტომბერს, ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ შეიძლება, არც შემდეგ არ იყოს ისეთი კარგი ტენდენცია. ამიტომ გამოსავალი არ მგონია მთლად იყოს არჩევნების გადადება, გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება”, – ამბობს ბესელია.