გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80 პროცენტს მიაღწია, დადასტურებულ პაციენტებთან შედარებით.

“ამ ეტაპზე მხოლოდ 150 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები, გამოჯანმრთელებულებთან შედარებით. ჩვენთან გუშინ შემოვდა 3 დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო შემთხვევა. ისინი საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 58 პაციენტი. მათში პრობლემური, მძიმე პაციენტი აღარ გვყავს”, –  თქვა ეზუგბაიამ .

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ინფიცირების ახალი წყარო გაჩნდა, ჰქონდათ შიში, რომ ეპიდსიტუაცია უკონტროლო გახდებოდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, კვლავ კონტროლს ემორჩილება სიტუაცია.