“სამწუხაროდ, ისევ ძალიან დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. 43 %-ია და ძალიან დაბალია და ნუ, დაუშვებელია. ბევრი რამე დამოკიდებულია ისევ და ისევ ჩვენზე. თუ კუმულაციური იმუნიტეტი, აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ ეს მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და იქნება შედარებით მსუბუქი. ასევე, მეხუთე ტალღის დაწყება ასევე დამოკიდებულია თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი. ანუ წელს გრიპი თუ იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური როგორც შარშან, თუ უფრო აქტიური”
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.