დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღისკენ მიდის.
“ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება, ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, სადღაც 08:00-სთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტიდან, მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს, ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას…”,– თქვა მან იმედთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე…