დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინების შემქმნელი ქვეყნებისთვის ვაქცინა პოლიტიკურ იარაღად იქცა.
მისი თქმით, საქართველოსთვის კოვაქს პლატფორმისთვის ფული გადახდილი აქვს, თუმცა ვაქცინები არ არის.
“ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, გარდა იმისა, რაც არის პანდემია, არის უსამართლობა ვაქცინების განაწილებაში. არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს, ისრაელი მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი.
COVAX-ი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა, იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, COVAX-ზე არ არის. ჩვენ იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, COVAX-დან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, COVAX-ზე არ არის ვაქცინები…”,– თქვა გამყრელიძემ.