დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში დახარჯა სახელმწიფომ დონორული და კრედიტის სახით მიღებული ფინანსები.
“ახლა რომ არის ლაპარაკი, რომ რაში გამოიყენა ქვეყანამ ის თანხები, რაც მიიღო დონორული დახმარებით თუ ხანგრძლივვადიანი შეღავათიანი კრედიტების საშუალებით. ესაც უნდა გაანალიზდეს და ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იქნა გამოყენებული. ძირითადად ჩვენ დღეს ხომ მსოფლიო ბანკის და სხვა დონორების დახმარებით ვყიდულობთ…
ქვეყანაში 4.5 მილიონი ტესტია ჩატარებული ამ წლის განმავლობაში, იქიდან დაახლოებით 60% PCR, დანარჩენი ანტიგენზე დამყარებული. ეს ხომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ამას ბიუჯეტით ხომ ვერ გააკეთებდა ქვეყანა. ეს ყველაფერი იხარჯებოდა იგივე ამ დონორული თუ საკრედიტო თანხებიდან”,– თქვა გამყრელიძემ “ForbesHealth”–ის დისკუსიისას.