დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, შეკრებებისგან თავი შეიკავონ.
“10 კლასტერია ახლა ქვეყნაში ჩამოყალიბებული სხვადასხვა რეგიონებში, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან, შევთანხმდეთ რა საზოგადოება, სოლიდარული ხომ უნდა ვიყოთ, ვთქვათ, რომ ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან, ინფექცია ცირკულირებს სერიოზულად ქვეყანაში, გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?!”,– აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, “მარტო შოლტი და მათრახი” არ მუშაობს.
“ყველანაირი თავშეყრა დაუცველი დაცვის საშუალებებით, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვიდისციპლინა და თვითშეგნებაა.
გაზაფხულია ახლა ხო? მეტი ვიაროთ ფეხით, ახალგაზრდები ხართ, არა? არ გინდათ ახლა ორ გაჩერებაზე ავტობუსში რომ აბრძანდეთ, რა ჯობია ახლა გასეირნებას თბილისის ქუჩებში, თქვენთვის ახლა ორი კილომეტრი რომ გაიაროთ ფეხით, სამი, ცუდია?”,– აღნიშნავს გამყრელიძე.