განადგურებულია რუსული არმიის ერთ-ერთი რაზმი, ეს შესაძლოა რამდენიმე გენერლის ლიკვიდაციასაც ნიშნავდეს – არესტოვიჩი

“განადგურებულია რუსული არმიის ერთ-ერთი რაზმი, ეს შესაძლოა რამდენიმე გენერლის ლიკვიდაციასაც ნიშნავდეს ” – განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

“ომის 22-ე დღეს, მტრისა და ჩვენი არმიის მდგომარეობა საგრძნობლად არ შეცვლილა, თუმცა ჩვენმა არმიამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია. განადგურებულია რუსული არმიის ერთ-ერთი რაზმი. ეს დიდი წარმატებაა, რომელიც შეიძლება, რამდენიმე გენერლის ლიკვიდაციასაც კი ნიშნავდეს, ასევე, მტრის მიერ ბრძოლების დროებით შეჩერებას და დეზორგანიზებას. კარგად იმუშავა ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ. გუშინ 10 საჰაერო სამიზნე განადგურდა, მათ შორის 5 თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა”, – ამბობს არესტოვიჩი.