განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი მინისტრის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.
„მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.