განათლების ხარისხის ეროვნულმა საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ილიაუნს მიენიჭოს სრული ავტორიზაცია. ჩვენმა უნივერსიტეტმა შეძლო დაემტკიცებინა თავისი სიმართლე და მიიღო ის, რაც კანონით ეკუთვნოდა.
ილიაუნი იყო, არის და იქნება საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტი და მის განათლების ხარისხზე მოწმობს არაერთი საშინაო, თუ საგარეო კვლევა.
ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. ეს ბრძოლა აქ არ მთავრდება, ჩვენი სიმართლე მომავალი გამარჯვებების საწინადარია,” – წერია გნცხადებაში.