განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში – ინაშვილი მთავრობას

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მთავრობას მიმართავს და ამბობს, რომ მათ არ ჭირდებათ განსხვავებული აზრი, რაც ჩრდილოეთ კორეაში ხდება და არა დასავლურ დემოკრატიებში.

“თქვენ გსიამოვნებთ მარტო, როცა გამოდიან და გაქებენ და არავინ გჭირდებათ სინამდვილეში, განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, გადასარევად გრძნობთ თავს მარტო და ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში, ასე არ ხდება იმ ევროპულ დემოკრატიებში, რომელისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის… კიდევ ერთხელ, ტერმინოლოგიის “ბრახაბრუხს” – ცირკი, მასკარადი, გოიმი, ჯიგარი და ა.შ. – ეს ყველაფერი გავწიოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ” – მიმართა ხელისუფლებას ინაშვილმა.

მისი თქმით, გოიმური მათი აზროვნებაა, როცა ისინი ოპოზიციას “გოიმებად და არაგოიმებად” ყოფენ. ინაშვილმა პარლამენტის წევრებს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდა.

“ბოლო დროს ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას უნდა შეცვალოთ. ხან ცირკად მოისენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად. პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ “გოიმებად და არაგოიმებად”. მე მგონია ყველაზე დიდი გოიმობა აი, ეს არის. ასეთი აზროვნება და ასეთი მიდგმობა საერთოდ”, — განაცხადა ინაშვილმა.