“მოვითხოვ შეწყდეს ჩვენი მანდატი! პარლამენტში განცხადება რეგისტრირებულია! არანაირი პარლამენტი არ არსებობს არსებობთ თქვენ” – აცხადებს ამის შესახებ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს.
”მე პირადად გავაგზავნე უკვე ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ შეწყდეს ჩვენი მანდატი! დაუყოვნებლივ მოვითხოვ მიიღონ გადაწყვეტილება რომ გაუქმდეს ჩვენი მათთან ყოველგვარი კავშირი. მე ამათთან არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები ბოლომდე თქვენთან ერთად რომ მოვიპოვოთ გამარჯვება! მე დარწმუნებული, ვარ ჩემი კოლეგებიც იგივეს გააკეთებენ. მე უბრალოდ ახლა აქ ვარ და აქედან მოგმართავთ პირდაპირ თქვენ. ეს განცხადება რეგისტრირებულია პარლამენტში, გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით. დაუყოვნებლივ, ხვალვე მოვითხოვ შეწყდეს ჩვენი მათთან კონტაქტი! არაფერი მათთან მე არ მაკავშირებს, არანაირი მანდატი! არანაირი პარლამენტი არ არსებობს! არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ! ძალაუფლება თქვენშია და არა მათში!”-განაცხადა ვაშაძემ.