გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში 17 წლის მოზარდს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ დინებამ წაიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე 30-მდე მაშველი და 3 მყვინთავია მობილიზებული. სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.