გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ძმები არიან.
“სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.
მშობელი აცხადებს, რომ არ იცის, რა აუფეთქდათ მის შვილებს.
“ბავშვები სკოლიდან სახლისკენ რომ მოდიოდნენ მაშინ რაღაც უპოვიათ. არ ვიცი რა იყო და ეს რაც იპოვეს აუფეთქდათ, ჩემი ორი შვილი ცუდ დღეშია. ერთი უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა რომ მოხდა ვიღაცამ მოიყვანა ბავშვები საავადმყოფოში მე არ მინახავს ექიმებიც არ მინახავს”, – თქვა დაშავებულის მშობელმა
შსს–ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.