გარდაიცვალა მიხეილ გორბაჩოვი

საბჭოთა კავშირის  პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსული მედია წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის  მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ივნისში გორბაჩოვის ფონდის პრეს მდივანმა, ვლადიმირ პოლიაკოვმა განაცხადა, რომ მიხეილ გორბაჩოვს თირკმელების დაავადება აწუხებდა და მკურნალობის კურსს გადიოდა, მათ შორის ჰემოდიალიზს იკეთებდა. მისი თქმით, გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესება მის ასაკს უკავშირდებოდა.

გორბაჩოვი საბჭოთა კავშირს 1985–1991 წლებში ხელმძღვანელობდა.1990  წლამდე ის საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, 1990–91 წლებში კი საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო.

1990 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.