„შემთხვევების ამ კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია. ქვეყნის მთავარი პრობლემაა, რომ როგორმე შეამციროს ინფიცირებულთა რიცხვი. როგორ უნდა მივაღწიოთ შემთხვევების შემცირებას? ორი ძირითადი გზით: ერთი არის რეგულაციების უპირობო, უსიტყვო შესრულება, მეორე არის ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება. სწორედ ამიტომ, წინასწარ მივიღეთ პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტლები”
აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.