ბოლო 24 საათში კორონავირუსი საქართველოში 1738 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14192, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7074, PCR ტესტით – 7118. ბოლო 24 საათში – 1494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 38 ადამიანი.
სულ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 225893–ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 210445 ,გარდაცვლილია – 2481.
ამჟამად კარანტინის რეჟიმშია – 389 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5480. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1223.