ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 15 თებერვლიდან, რესტორნებს ღია სივრცეში მუშაობის უფლება ექნებათ.
ნათელაშვილის თქმით, ღია სივრცეში ადამიანებს ფილტვების ანთება დაემართებათ, ამიტომ მათ დარბაზებში დასხდომის უფლებაც უნდა მიეცეთ.
“აქციები დაწყებულია, მე ყველას ვუცხადებ ძალიან დიდ სოლიდარობას საშუალო ბიზნესს, წვრილს, სავსებით სწორია, რომ რესტორნები უნდა მუშაობდეს. გარეთ დასხით კლიენტებიო, გარეთ რომ დაჯდეს ხალხი, გაცივდებიან და რა მნიშვნელობა აქვს, გრიბი, ფილტვების ანთება დაემართება თუ კორონავირუსი. ეს შეიძლება შედგეს დარბაზებში, თუ არის მაგიდები დაცილებული მეტრით, დააცილონ 2.5 მეტრით, დისტანცია დაცული იქნება. იქ ადამიანები ვახტანგურს არ დალევენ და ტუჩებში არ აკოცებენ, ბუნებრივია”,– ამბობს ის ტვ პირველის ეთერში.
ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტებიც, სანამ სეზონია.