“ჩემი აზრით, გარემოვაჭრეები მინიმუმ ისეთ პატივში უნდა გვყავდნენ, როგორც მეღვინეები და ვაზის მომვლელები, რადგან 90-იან წლებში ჩვენ გარევაჭრობამ გადაგვარჩინა. წარმოიდგინეთ, მაგ დროს ადამიანებმა ფიზიკურად ერთმანეთს აჭამეს. შესაბამისად, გარევაჭრობა თითქოს წვრილმანი ხულიგნობა იყოს, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, საბჭოთა კავშირში სპეკულიანტებს ეძახდნენ”

ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია გარემოვაჭრეებზე TV კავკასიის ეთერში. ცნობისთვის, თბილისის მერია ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეებს მოუწოდებს, ტერიტორია დაცალონ. მერია მათ ალტერნატივად ბაზარში მუშაობას სთავაზობს, თუმცა, გარემოვაჭრეების თქმით, იჯარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.