“გარეჯის საქმეზე დაზარალებულია ის, ვისაც და რასაც დედა უტირეთ”- ასე პასუხობს, “ქართული ოცნების”, თავმჯდომარე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერსს, გიგი უგულავას, რომელმაც ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ დავით გარეჯის საქმეზე ხელისუფლებამ კარტოგრაფები არშემდგარი ფაქტის გამო დაიჭირა.
“როდესაც ადამიანს ვინმეზე ზეწოლას აბრალებთ, ეს ვინმე უნდა იყოს დაზარალებული, – კონკრეტული ფიზიკური პირი, რომელიც კუდის ჩანაწერებით თქვენს მიერ დამზადებული ფაბრიკაციის მიხედვითაც კი არ იძებნება.
გარეჯის საქმეზე დაზარალებულია ის, ვისაც და რასაც დედა უტირეთ რაც პოლიტიკაში გამოჩნდით – ეს ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესია!
რაც შეეხება მიმართვის ფორმებს, რომელსაც სასოწარკვეთილების და აგონიის გამო თქვენ მიმართავთ: მორალი, ეთიკა და ა. შ. არ მაძლევს საშუალებას პასუხად ადეკვატური და შესატყვისი ეპითეტები გამოვიყენო, განსაკუთრებით საჯაროდ…
(პოლიტიკა, როგორც ჩანს თქვენთვის კარგი “თავშესაფარი” და გაბედულების წყაროა, რატომღაც მარტო ჩვენთვის აღმოჩნდა თმენის ვალდებულება…
P. S. დარწმუნებული ვარ ჩვენს მიერ კონსტიტუციაში და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ბერკეტს გამოიყენებთ, ამ შანსს მაინც არ გაუშვებთ ხელიდან და საგამოძიებო კომისიაში დაამტკიცებთ თქვენს “სიმართლეს”-წერს მამუკა მდინარაძე.