ვაშლისჯვრის პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ შეიარაღებული დაპირისპირების მონაწილეები – სოფელ დიღომში, მეგობრის საფლავზე მყოფი პირებიდან ერთერთმა ცეცხლი გახსნა.
ინციდენტის დროს დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა სასაფლაოზე სისხლიანი გარჩევის მიზეზი – უცნობია.
ვაშლიჯვრის პოლიციაში ექპერტიზაზეა უკვე ის მანქანაც, რომლითაც დაპირიპირების მონაწილეები გადაადგილდებოდნენ.
გამოძიება ორი მუხილით – 108-ე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236-ე იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.
დაპირისპირება დიღმის სასაფლაოზე 4 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის გიორგი ბურდულის, იგივე გიორგი დიდუბსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ თავშეყრას უკავშირდებოდა.