უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში, რუს ოკუპანტებთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 53 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 40. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 33 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.