„ ფორს-მაჟორში მყოფი ბიზნესი და მოსახლეობა, ბანკებისგან სრულიად იგნორიერებულია.“- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ეკონომიკური და სოციალური პროგრამის გარეშე.
„დღეს, პანდემიის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც მოსახლეობა ფაქტიურად ჩაკეტილია, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ არ მუშაობს ფორს-მაჟორი ბანკებთან მიმართებაში?! რა ფენომენია ასეთი?!
მითუმეტეს, სამოქალაქო კოდექსში არის მუხლები – 348, 398, 401, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საგანგებო მდგომარეობაა, თუ ცუდი ამინდია, როდესაც კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებას, ამასაც კი ფორს-მაჟორი ქვია. ჩვენმა ბანკებმა კი, 2008 წლის მერე ხელშეკრულებებიდან ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს.
არადა, რეალურად კანონი არეგულირებს ხელშეკრულებებში ფორს-მაჟორის არსებობას, რაც თავის მხრივ დაუძლევევლი წინააღმდეგობის პირობებში ვალდებულებების შეჩერებას გულისხმობს ორივე მხარის მიმართ.
მითუმეტეს, რომ არსებობს სასამართლოს პრეცენდენტი, (საქმის ნომერია 2ბ /7137-14 ) დავა ორ სუბიექტს შორის, როდესაც სასამართლომ ჯარიმები არ დააკისრა მოპასუხე მხარეს, ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო.
სწორედ ამიტომ აფრთხილებს დავით ჭიჭინაძე მოსახლეობას, რომ თუკი ვინმეს, ამ ვითარებაში დაერიცხება დამატებითი პროცენტი , ან გაეზრდება კრედიტი – ეს კანონის დარღვევაა.
დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საყურადღებოა სავალუტო ფონდის წარმომადგენლის, მერსედეს ვერა-მარტინის მიმართვა იმის შესახებ, რომ ბანკებმა სასწრაფოდ უნდა აღიარონ ის ვალები, რომლებსაც ისინი ვეღარ დაიბრუნებენ.
ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი რომელიც გაკოტრდება და ვერ შეძლებენ თავიანთი ვალის მომსახურებას, რაც ჩანს კიდეც, ბანკებმა უნდა აღიარონ ეს ვალები და შექმნან რეზერვები ეროვნულ ბანკში, ამ ვალებთან მიმართებაში. რადგანაც სესხებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოხდეს არა მეანაბრეების, არამედ ბანკების კაპიტალის ხარჯზე. ვინაიდან ხშირად ასეთ შემთხვევებში ფულს კარგავენ მეანაბრეები და არა ბანკირები“– აცხადებს ჭიჭინაძე.