“გაუქმდეს კომენდანტის საათი” – დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები აქციას გამართავენ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება. უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო ამ უფლებას გვიზღუდავს.
დღეს, როდესაც დღიური დადებითობის მაჩვენებელი იმაზე სამჯერ დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი, იმისათვის, რომ შეგვიზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები”, — აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.