“გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები! ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს არის მოპარული არჩევნები, ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება” – განაცხადა ამის შესახებ, ს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.
”ნამდვილად არ გვიფიქრია ჩვენს კოალიციას იმაზე, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, ქართული ოცნება არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე ქართული ოცნება აგებს პასუხს აუცილებლად, იმ წესით როგორი წესითაც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. ვიდრე ეს მოხდება ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები, ამაზეც გვჭირდებოდა დრო და საუბარი, ეს არ არის მარტივი. ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში თავიდანვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა, მაგრამ აუცილებლად უნდა გესაუბროთ ამაზე, ვიდრე ჩვენ სხვა განცხადებებს გავაკეთებდეთ, ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი გეტყვით რეალურად რა მოხდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებ ასევე მოკვლევას, რადგან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი შესაძლებლობის გამოყენებით გაყალბებული არჩევნების შედეგები და ხვალ ამასთან დაკავშირებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებებს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივოა, რომელსაც არ გადაუხვიდეთ და არც გადავსინჯავთ, არის ის რომ ქართული ოცნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება, ეს არის მოპარული არჩევნები, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. ეს არ მოხდება, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ვენესუელა, ეს საქართველოა, შევახსენებ ყველას და შევახსენებ კვლავ ივანიშვილს, მას აქვს ბოლო შანსი, ან შეიძლება უკვე ჰქონდა ბოლო შანსი, რომ ისტორიაში ჩაწერილიყო ოდნავ მაინც პოზიტიური რაკურსით და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ეღიარებინა. რაკი მან ეს არ გააკეთა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენ ვესაუბრებით უკვე ჩვენს ამომრჩეველს და ქართველ ხალხს, რომელსაც გვინდა ვაცნობოთ, კიდევ ვიმეორებ – ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს არის მოპარული არჩევნები, ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება”- აცხადებს გვარამია.