გაჩვენებთ რა შეგვიძლია – ხვალ, 18 ივლისს, ჟურნალისტები შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 12:00 საათიდან პარლამენტთან დახვდებიან. ამის შესახებ, “ფორმულას” ჟურნალისტმა ვახო სანამი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია”,-თქვა ვახო სანაიამ.
ცნობისთვის,ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრო, ვახტანგ გომელაური პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.