რა განცხადებებიც გააკეთა ვივარაუდე, პროგნოზი ჩემი ასეთი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის რეაქცია ამას უზრუნველყოფდა და სწორედ ასე მოხდა. შერბილებული ტონი უზრუნველყო, ჩემი აზრით, ხალხის აბსოლუტურად სწორმა რეაქციამ. ოღონდ ერთი უნდა დავამატო, ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზე როდესაც გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 2023 წელია და ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა. ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი – ერთი და იგივეა.
[…] დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო.