“გახარია მძიმე მდგომარეობაშია, ის ჩვეულებრივი ქოცია “- განაცხადა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.
“გახარია მძიმე მდგომარეობაშია, ის ჩვეულებრივი ქოცია. ერთ-ერთ არხზე სიუჟეტი იყო გახარიას მოძრაობებზე იყო და დეპუტატი რომ არის, ქალბატონი ბუჩუკური, ისიც თვალს უკრავს კამერას და ამის მერე მოდის გახარიას კადრი თვალს რომ გვიპაჭუნებს. აშკარად ჩანდა, რომ ეს ხალხი ფიქრობს, რომ ეს თვალის პაჭუნი წარმოაჩენს გახარიას მაგარ ტიპად და ფიშკად აქვთ წარმოდგენილი. ეს ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ეს ხალხი საერთოდ გაგნებაში არ არის და საერთოდ ვერ გრძნობენ აქეთა საქართველოს ტკივილს.
გახარია, როგორც პოლიტიკოსი სიტყვა “თვალს” ლექსიკონიდან უნდა იღებდეს. გახარია სიტყვა “თვალს” არ უნდა ახსენებდეს იმიტომ, რომ მისთვის ეს სიტყვა პაჭუნს ნიშნავს და აქეთ საქართველოში ეს ტკივილია იმიტომ, რომ მან ხალხს თვალები დათხარა. დიდი ხანი არ გასულა იქიდან, ბავშვები რომ თვალთხარიას უმღეროდნენ.”- განაცხადა უგულავამ.