“გახარიას მისამართით კოკაინის მოხმარების ბრალდება, რუსული ხელწერაა”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც ქართული ოცნების მხრიდან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება.
”გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა. ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს.
ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია. ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი ოცნების ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა.”- განაცხადა სააკაშვილმა.